საქართველო: მხარდაჭერა სათამაშო ბიზნეს - “Evolution” -ის გაფიცულ დასაქმებულებს
![]() ![]() |
LABOR Georgia-სთან და UNI Global Union-თან თანამშრომლობით. UNI Global Union -ი არის გლობალური გაერთიანება, რომელიც წარმოადგენს 20 მილიონზე მეტ მუშაკს მომსახურების სექტორში 150 ქვეყნიდან. |
12 ივლისიდან ათასობით მუშაკი ღირსების დასაცავად, სამუშაო პირობებისა და ანაზღაურების გასაუმჯობესებლად გაიფიცა. Evolution Gaming-ის თანამშრომლები კომპანიის ხელმძღვანელობის დამამცირებელ დამოკიდებულებაზე, ანტისანიტარიულ პირობებსა და გავრცელებულ დაავადებებზე, არასამართლიან ანაზღაურებაზე და გაუსაძლის სამუშაო პირობებზე საუბრობენ. დასაქმებულთა ძირითადი ნაწილი სტუდენტები არიან და მათი ხელფასი საქართველოში საშუალო ხელფასის 30-დან 50 პროცენტამდეა. UNI Global Union-ი მხარს უჭერს გაფიცულ მუშებს და მოუწოდებს Evolution Gaming-ს დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები პროფკავშირთან კეთილსინდისიერად. ჩვენ ვდგავართ ჩვენი წევრების გვერდით და მხარს ვუჭერთ მათ ბრძოლას სამართლიანი მოპყრობისა და უკეთესი სამუშაო პირობებისთვის“, - თქვა გიდრე ლელიტმა, UNI Gaming-ის ხელმძღვანელმა. „ეს კოლექტიური ქმედება ნიშნავს ძლიერ და ერთიან ფრონტს იმ პრობლემების წინააღმდეგ, რაც მათ წინაშე დგას. აუცილებელია, რომ Evolution Gaming-მა შეწყვიტოს დროის გაჭიანურება და ჩაერთოს შინაარსობრივ დიალოგში, რათა რაც შეიძლება მალე მოაგვაროს ეს საკითხები“.