ეს კამპანია დასრულდა.



ყაზახეთი: თავისუფლება დასაქმებულ აქტივისტს ერზან ელშიბაევს

„ცენტრალური აზიის შრომის უფლებების მონიტორინგის მისიასთან“, „ყაზახეთის დამოუკიდებელი პროფკავშირების კონფედერაციასთან“, ყაზახეთის ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საერთაშორისო ბიუროსთან“ თანამშრომლობით.

ერზან ელშიბაევი, ყაზახეთში ადამიანის უფლებათა დამცველი და დასაქმებულთა აქტივისტი ორი წელია ციხეში იმყოფება. ის არის 2019 წლის აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ქალაქ ჟანაოზენში, ადგილობრივი დასაქმებულებისთვის ხელფასების გაზრდისა და უმუშევრებისთვის სამუშაო ადგილების შექმნის მოთხოვნით. ჟანაოზენი არის ქალაქი დასავლეთ ყაზახეთში, რომელიც მდებარეობს უმდიდრესი ნავთობმზიდი რეგიონის ცენტრში. მიუხედავად ამისა, მრავალი წლის განმავლობაში, უმუშევრობის დონე ქალაქში ისევ მაღალია. 2019 წლის ოქტომბერში ელშიბაევს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა გაყალბებული ბრალდებებით. სავარაუდოდ, რამდენიმე წლით ადრე აქტივისტი უცნობ პირს თავს დაესხა და სხეულის დაზიანება მიაყენა. უფლებადამცველები და თავად ელშიბაევი აღიქვამენ ამ ბრალდებებს, როგორც დევნის ფორმას მისი საზოგადოებრივი საქმიანობისა და სამოქალაქო აქტივიზმის გამო. ელშიბაევის დევნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც გაგრძელდა. ის არაერთხელ უჩიოდა ციხის დაცვის თანამშრომლების ზეწოლას. ციხის ადმინისტრაციის უკანონო ქმედებების მიმართ პროტესტის ნიშნად ის იძულებული გახდა საკუთარი თავისთვის მიეყენებინა დაზიანებები, რათა საზოგადოების ყურადღება მიექცი. ციხის ადმინისტრაციამ ეს ქმედებები განმარტა, როგორც "სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების კანონიერი მოთხოვნების განზრახ დაუმორჩილებლობა", ამიტომ ელშიბაევს ახლა უფრო ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრება. მოგიწოდებთ აჩვენოთ სოლიდარობა და გაუგზავნოთ წერილი ყაზახეთის პრეზიდენტს, რათა ბოლო მოეღოს ერჟან ელშიბაევის დევნას, გაათავისუფლონ ის ციხიდან ყველა შეთხზული ბრალდებებით.




თქვენი შეტყობინება გაიგზავნება შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე :
press@prokuror.kz, press@akorda.kz, press@mfa.kz, zhumakovasholpan@gmail.com, knprkcampaign@gmail.com