ეს კამპანია დასრულდა.



მიანმარი: გაერომ უნდა უარყოს სამხედრო დიქტატურა

``
``
მშენებელთა და ტყის მუშაკთა საერთაშორისო კავშირთან ( Building and Wood Worker's International (BWI), პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციასთან ( International Trade Union Confederation) გლობალური კავშირის ფედერაციასთან ( IndustriALL global union) განათლების საერთაშორისო კავშირთან ( Education International) და კვების სფეროში დასაქმებულ ადამიანთა კავშირთან (International Union of Foodworkers) .თანამშრომლობით და საზოგადოებრივი სერვისების საერთაშორისო (Public Services International)

1 თებერვალს, მიანმარის სამხედრო გადატრიალებამ დაამხო ქვეყნის არჩეული მთავრობა და დაამკვიდრა დესპოტური სამხედრო „ხუნტა“. ამ პერიოდიდან სამხედროებმა დახოცეს 1000-ზე მეტი მშვიდობიანი დემონსტრანტი და მოქალაქე, ხოლო 175000 ადამიანი გადაასახლეს. დააპატიმრეს 7000 მოქალაქე. 300,000 დასაქმებული ადამიანი გაანთავისუფლეს, ხოლო პროფკავშირისტების უმრავლესობა იძულებულია რომ მიიმალოს. „ბირმული“ ოჯახების 83 პროცენტის შემოსავალი განახევრდა, ხოლო 25 მილიონზე მეტი ადამიანი სიღარიბეში ცხოვრობს. დემოკრატიისა და სოლიდარობის სულისკვეთებით, გლობალური კავშირის საბჭო მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას რომ დაუყოვნებლივ იმოქმედოს რათა დასრულდეს მიანმარში ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული სამხედრო ბრძოლა. ივნისში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მუშაკთა ჯგუფის მოთხოვნით, შრომის საერთაშორისო კონფერენციამ უარყო მიანმარის არალეგიტიმური სამხედრო „ხუნტის“ მანდატები და მოითხოვა ქვეყანაში დემოკრატიის აღდგენა. ახლა კი დროა რომ გაერომაც იგივე გაკეთოს.




თქვენი შეტყობინება გაიგზავნება შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე :
BWI.GlobalCampaigns@gmail.com