ეს კამპანია დასრულდა.



იმოქმედეთ ახლა, რათა დაეხმაროთ სიჰან ერდალის გათავისუფლებას!

კანადის საჯარო მოხელეთა პროფკავშირთან (კანადის უდიდესი პროფკავშირი) თანამშრომლობით.

კანადის საჯარო მოხელეთა პროფკავშირის წევრი სიჰან ერდალი უსამართლოდ არის დაპატიმრებული თურქეთში, 2020 წლის სექტემბრიდან. კანადის საჯარო მოხელეთა პროფკავშირი ზეწოლას ახდენს კანადის მთავრობაზე, რათა მან მხარი დაუჭიროს სიჰანს სასამართლო პროცესზე,რომელიც გაიმართება მაისში და იმუშაოს იმისთვის, რომ სიჰანი განთავისუფლდეს ციხიდან და უსაფრთხოდ დაბრუნდეს კანადაში. სიჰანი არის კანადის საჯარო მოხელეთა პროფკავშირის წევრი, სოციოლოგი, აკადემიკოსი, ახალგაზრდა მკვლევარი, მშვიდობისა და უმცირესობათა უფლებების მიმართულებით აქტივისტი. ის ასევე არის დოქტორანტურის სტუდენტი კანადის „კარლტონის“ უნივერსიტეტში. სიჰანი დაპატიმრებული იყო 7 თვის წინ სტამბულში, თურქეთში, სადაც ის აწარმოებდა კვლევას. ვიდრე მას გადაიყვანდენ კანადის ციხეში ის 8 დღის განმავლობაში იმყოფებოდა სარდაფის საკანში სადაც არ ხდებოდა ჰაერის ცირკულაცია და შესაბამისად არ იყო დღის სინათლე. სიჰანი 1 თვის განმავლობაში იზოლატორში იმყოფებოდა. მას შეეძლო დაეტოვებინა ადგილი მხოლოდ 1 სააათის განამვლობაში ყოველდღიურად. წვდომა წიგნებზე, სასწავლო საშუალებებსა და იურიდულ დახმარებაზე მკაცრად შეზღუდული ქონდა. სიჰანი დაპატიმრებულია, რადგან ის 7 წლის განმავლობაში იყო თურქეთში „სახალხო დემოკრატიული პარტიის“ წევრი. თურქეთის „სახალხო დემოკრატიული პარტია“ წარმოადგენს ლეგალურ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ეწინააღმდეგება ამჟამინდელი თურქეთის პოლიტიკის ბევრ ასპექტს. რაც შეეხება მტკიცებულებებს მის წინააღმდეგ, მხოლოდ სოციალურ მედიაში განთავსებულ 2 ჩანაწერზე მიუთითებენ. 30-ზე მეტმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და 2500-ზე მეტმა მეცნიერმა გაავრცელა განცხადება მისი გათავისუფლების მხარდასაჭერად. მისმა კოლეგებმა და მეგობრებმა გამართეს ღონისძიებები გერმანიაში, ბრაზილიაში, კანადაში, საფრანგეთში, საბერძნეთსა და თურქეთში. მომდევნო რამოდენიმე კვირა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ სიჰანის საკითხი თურქეთის მთავრობისთვის პრიორიტეტული უნდა გავხადოთ და მოვთხოვოთ რომ იმოქმედონ. კანადის საჯარო მოხელეთა პროფკავშირის ეროვნულმა პრეზიდენტმა, მარკ ჰანკოკმა და ეროვნულმა მდივანმა ჩარლზ ფლერიმ გაუზავნეს წერილი კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს მარკ გარნოს, სადაც მითითებულია სამი კონკრეტული მოთხოვნა მოქმედებისათვის და რომელიც იმეორებს კანადის საჯარო მოხელეთა პროფკავშირის მოწოდებას, რომ კანადამ იმოქმედოს სიჰანის სახელით. თქვენ შეგიძლიათ დახმარება თუ შეახსენებთ ანკარას პროკურორს, თურქეთის იუსტიციის მინისტრსსა და თურქეთის პრეზიდენტს მათი ქვეყნის ადამიანის უფლებების ვალდებულებებსა და წააქეზებენ რომ გაათავისუფლონ სიჰანი, რათა ის დაბრუნდეს სახლში. ჩვენს სოლიდარობას შეუძლია სიჰანის უსაფრთხოდ დაბრუნება სახლში.




თქვენი შეტყობინება გაიგზავნება შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე :
marc.garneau@parl.gc.ca,embassy.ottawa@mfa.gov.tr,diabgm@adalet.gov.tr,info@adalet.gov.tr,freecihanerdalca@gmail.com