ეს კამპანია დასრულდა.
ალჟირი: თავისუფალი პროფკავშირის ლიდერი - მოურად ღედია
Public Services International, თან (გლობალური კავშირის ფედერაცია, რომელიც წარმოადგენს 700-ზე მეტ პროფკავშირს 30 მილიონი მშრომელის წარმომადგენლობით 154 ქვეყანაში და ალჟირის სახელმწიფო მმართველობის აპარატის ეროვნულ ავტონომიურ კავშირთან თანამშრომლობით. |
მოურად ღედია, ალჟირის სახელმწიფო მმართველობის აპარატის ეროვნული ავტონომიური კავშირის იუსტიციის სექტორის მშრომელთა პრეზიდენტი დააპატიმრეს და პატიმრობის ბრძანებით მოათავსეს „El-Harrach“-ის ციხეში. შემოუერთდით „LabourStart”-ის კამპანიას, მისი გათავისუფლების მოწოდებით. ბატონ ღედიას, პროფესიით მოხელეს, 2012 წელს შეუჩერეს სტატუსი ისე რომ არ აცნობეს ამის შესახებ დოკუმენტაციის გაგზავნის საშუალებით. მას სტატუსი შეჩერებული ქონდა 3 წლის განმავლობაში 57 ადამიანთან ერთად, გაფიცვის მიზეზის გამო. გაფიცვის თავისუფლება წარმოადგენს ფუნდამენტურ სამოქალაქო უფლებას და ასევე გაერთიანების თავისუფლების აუცილებელ შედეგს, ამიტომ პროფკავშირების ლიდერების დაკავება ლეგიტიმურ მოთხოვნებთან დაკავშირებით წარმოადგენს სერიოზულ დაბრკოლებას მათი უფლებების განხორციელების მიმართულებით და ამავდროულად არღვევს გაერთიანების თავისუფლებას. ჩვენ ვგმობთ მოურად ღედიას თვითნებურ დაპატიმრებას და მოვუწოდებთ ალჟირის მთავრობას რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ის, ასევე მოხსნან ყველა სახის სისხლის სამართლის საქმე რომელიც მიმართულია ბატონი ღედიას მიმართ და პატივი სცენ საერთაშორისო კონვენციებს რომლებიც რატიფიცირებული აქვს ალჟირს.