ეს კამპანია დასრულდა.
ისრაელი: „10bis”-მა ახლავე უნდა შეწყვიტოს პროფკავშირის განადგურება
„Histadrust”, -თან (ისრაელის ეროვნულ პროფკავშირულ ცენტრთან) თანამშრომლობით |
“10bis”-ი, ჰოლანდიის გლობალური საკვები პროდუქტების მიწოდების კომპანიის ისრაელის ფილიალი - „Just Eat Takeaway.com”, უარს აცხადებს თავისი მუშაკების გაერთიანების უფლებაზე. სურსათის კურიერები დაუღალავად მუშაობდნენ კოვიდ-19 პანდემიის პირობებში და რისკის ქვეშ აყენებდნენ საკუთარ ჯანმრთელობას, რათა კვების სექტორი გადარჩენილიყო და ათასობით ადამიანის საჭიროებები უზრუნველეყოთ პანდემიის პირობებში. 2020 წლის ოქტომბერს, “10bis”-ის ათი კურიერი გაერთიანდა „Histadrust“-ში (ისრაელის ეროვნულ პროფკავშირულ ცენტრში) და მოითხოვდა კურიერებისთვის დაზღვევას და მათი პრემიების, როგორც მათი ხელფასის შემადგენელი ნაწილის აღიარებას. თუმცა, კომპანია ცდილობდა ხელი შეეშალა პროფკავშირული გაერთიანებებისათვის, დაეშინებინა ორგანიზატორები რომ უარი ეთქვათ მუშაკებთან მოლაპარაკებებზე. მაშინ როდესაც „Just Eat Takeaway.com” ამაყობდა თავისი ქცევის კოდექსით ( რომლის მიხედვითაც ისინი აღიარებდნენ დასაქმებულთა თავისუფალ არჩევანს შეექმნათ პროფკავშირული გაერთიანება ან შეერთებოდნენ მას), ის განუხორციელებელი დარჩა და ახლა სხვა არაფერია თუ არა უბრალოდ სიტყვები ქაღალდზე. შემოგვიერთდით რათა მოვუწოდოთ „Just Eat Takeawy.com”-ს რომ შეწყვიტოს “10bis“-ის მუშაკთა კავშირის განადგურების მცდელობა, აღიაროს მშრომელთა საბჭო, დაიწყოს კეთილსინდისიერი მოლაპარაკებები და გააუქმოს მუშაკთა წარმომადგენლების გათავისუფლების მცდელობები.