ეს კამპანია დასრულდა.
Fedex-TNT: შეაჩერე სამუშაოების შემცირება
European Transport Workers' Federation და International Transport Workers' Federation– თან თანამშრომლობით. „The International Tranpsort Workers’ Federation” წარმოადგენს დემოკრატიულ, შვილობილ ფედერაციას, რომელიც აღიარებულია როგორც მსოფლიოს წამყვანი სატრანსპორტო ძალა და მის შემადგენლობაშია 20 მილიონამდე დასაქმებული ადამიანი. „The European Transport Workers’ Federation” წარმოადგენს პან–ევროპის პროფკავშირულ ორგანიზაციას, რომელიც მოიცავს სატრანსპორტო პროფკავშირებს ევროკავშირის, ევროპის ეკონომიკური სივრცის და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. „The European Transport Workers’ Federation” წარმოადგენს 5 მილიონზე მეტ სატრანსპორტო სფეროში დასაქმებულ ადამიანს 200–ზე მეტი სატრანსპორტო პროფკავშირიდან და ევროპის 41 ქვეყნიდან.`` |
FedEx-TNT-ის საკურიერო და ლოჯისტიკის განყოფილების მუშაკები დაუღალავად მუშაობდნენ კოვიდ–19–ის პანდემიის პირობებში. ისინი რთულ პირობებში ახორციელებდნენ აუცილებელი საჭიროებების ტრანპორტირებას ჩვენს სახლებში, საავადმყოფოებსა და მაღაზიებში, რათა მსოფლიო არ გაჩერებულიყო. 2021 წლის იანვარში, ნაცვლად იმისა რომ ეს ადამიანები მათ მიერ გაწეული მძიმე შრომისა და ვალდებულების გამო დაეჯილდოებინათ, FedEx-TNT-იმ შეატყობინა მის მუშაკებს მთელი ევროპის მასშტაბით რომ გეგმავდა 6300 ადამიანის გათავისუფლებას ამ წელს. კომპანიამ ამ ფაქტის გამართლება სცადა FedEx-ის TNT–ის ქსელში გაერთიანების მიზეზით, თუმცა მათი არგუმენტები არ არის დამაკმაყოფილებელი. მიუხედავად იმისა, რომ FedEx-TNT ამაყობს თავისი რეკორდული მოგებით 2020 წელს, ისინი თავიანთ მუშებს განიხილავენ, როგორც იაფ, ერთჯერად საქონელს. შემოგვიერთდით რათა FedEx-TNT–ს მოვუწოდოთ, რომ პატივი სცენ თავიანთი წინა ხაზის მუშაკებს და არ დახოცონ ისინი მათი შეუჩერებელი კორპორატიული მიზნების გამო. FedEx-TNT: დაუყოვნებლივ შეაჩერე სამუშაოების შემცირება და პატივი ეცი სათანადო პროცესს პროფკავშირებთან და ევროპის სამუშაო საბჭოსთან.